გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხორკიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, რადგან თავად შპს "ენგურჰესის" წილების 100-პროცენტიანი მფლობელი სახელმწიფოა.
"ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მე უბრალოდ ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხვდები. თავად შპს "ენგურჰესის" წილების 100-პროცენტიანი მფლობელიც სახელმწიფოა. მე არ მგონია, რომ ამ განცხადებამ შეიძლება რაიმე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ხოკრიშვილმა.