საქართველოს ისტორიაში, არც ერთ წელს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის მიმართულებით 80-85%-ზე მეტად არ შესრულებულა. აღნიშNული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდება. ასევე შესრულდება შემოსულობების გეგმა, რაც 100%-ზე მეტი იქნება. მივიღებთ ყველა ჩამოსარიცხ თანხას. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, საქართველოს ისტორიაში, არც ერთ წელს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის მიმართულებით 80-85%-ზე მეტად არ შესრულებულა. იყო წლები, როცა ხდებოდა საბიუჯეტო პროექტის დაკორექტირება და ფაქტზე მორგება, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ და გეგმას ვადარებთ. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ინფრასტრუქტურ პროექტებზე თვეში საშუალოდ 125-130 მილიონ ლარს ვხარჯავთ და ვფიქრობთ, რომ შესრულება 100%-ს მიუახლოვდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.