როგორც "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა.
არნიშნულზე ბურჯანაძემ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
"ყველანი ვუფასებთ ივანიშვილს იმას, რომ მან ფინალური აკორდი შეიტანა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსისხლოდ შეცვალა ხელისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გაემართლებინა არც ერთი ის დაპირება, რომლისთვისაც ხალხმა ის აირჩია.
სამწუხაროდ, მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, რომ ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი, არ გამართლდა.
დღეს ქვეყანა თავზე გვენგრევა. ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკა, ის, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები უბრალოდ არ არსებობენ და ყველაფერი ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ქართველი ხალხი ენდო, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, ეკონომიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში,"- განაცხადა ბურჯანაძემ.