მეცნიერი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ "ივერიონის პრესკლუბში" საყდრისის თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, დღეს საყდრისში განვითარებულ მოვლენებს ჩვეთან სატელეფონო საუბარში ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები იგივეა, რომ თანამედროვეობაში ილია ჭავჭავაძე მოგვეკლა.
-"საყდრისის მცველების ინფორმაციით, რომლებიც იქ არიან 14 აპრილის შემდეგ, დღეს 9 საათზე იყო აფეთქებები და ახლა მიმდინარეობს ბულდოზერებით იმ ადგილის მოსწორება. ეს არის ილია ჭავჭავაძის კიდევ ერთი მკვლელობა, ახლა მთელმა საქართველომ უნდა გააკეთოს დასკვნა ამის შესახებ. რას ვიზამდით ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით?-აი ასე დგას საკითხი.
-თქვენ აპირებთ ადგილზე ჩასვლას?
-კი, აუცილებლად ჩავალ.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით დღეს დილიდან საყდრისში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.