ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი ემზარ ჯგერენაია "ივერიონს" ქართული ეკონომიკური კრიზისის მიზეზებზე ესაუბრა
-ბატონო ემზარ, რატომ ვერ ახარხებენ სამინისტროები და სხვა უწყებები საბიუჯეტო თანხის ათვისებას და რა დგას ამის უკან?
-ჯერ ერთი, უნდა ითქვას, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითაების სამინისტრო, რომელშიც პროექტების უმრავლესობაა თავმოყრილი, რეორგანიზაციას ვერ ახერხებს.
მეორე, ყველა უბედურების სათავე NDF-ია, ეს არის ე.წ. განვითარების ფონდი - ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომელიც ტენდერებით "თამაშობს" და რომელსაც მე-5 ადგილზე გასული კონკურსანტი 1-ლზე გადმოჰყავს და გამარჯვებულებს სატენდერო კონკურსებიდან ხსნის!
სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს NDF, რომელშიც მხოლოდ კეზერაშვილს დაქვემდებარებული 3-4 ფირმა იგებს ტენდერებს და ყველა უწყებამ თვითონ უნდა ჩაატაროს ის.
-სავარაუდოდ, ვინ აგებს პასუხს ლარის კურსის ხელოვნურ (თუ ეს ასეა) გაუფასურებაზე. შეიძლებოდა თუ არა მისი კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე დატოვება და არის თუარა ლარის დღევანდელი მდგომარეობა მისი ხელოვნური დევალვაცია?
-ლარის კურსის დევალვაცია ხელოვნური პროცესი არ არის. ამის ერთ-ერთ მიზეზი ექსპორტისა და იმპორტის შემცირება და ინვესტიციების ნაკლებობაა და ამაზე ეროვნული ბანკი აგებს პასუხს.
ლარის გაუფასურება რუსეთში არსებულმა კრიზისმაც გამოიწვია - ბევრი ინვესტორი რუსეთიდან გვყავდა, ჩვენი მოქალაქეებიც რუსეთში მუშაობენ და ტრანსფერის სახით დოლარებს გზავნიდნენ საქართველოში. დღეს მათთან თანამშრომლობა შეფერხებულია.
ლარის კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე დატოვება არა მგონია დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო.
-რა მოხდება მომავალში, რა ეშველება ლარს?
-ლარის კურსი იანვრის შუა რიცხვებიდან დასტაბილურდება.
გუშინ საოცრად მძიმე შავი პაასკევი იყო მსოფლიო ბირჟაზე, შეიძლება ითქვას, მთელი ბირჟა "დავარდა",. ეს "შავი პარასკევი" შეიძლება საქართველოს ორშაბათსა და სამშაბათს გაუთენდეს, თუმცა ამაზე საქართველოში არავის გაუმახვილებია ყურადღება.
ესაუბრა ია ჯღარკავა