"ივერიონის" სტუმარია ეკონომიკის დოქტორი, ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა.
-ქალბატონო ლია, რატომ ვერ ახარხებენ სამინისტროები და სხვა უწყებები საბიუჯეტო თანხის ათვისებას და რა დგას ამის უკან?
-საქართველოში უმძიმესია ტენდეტების პრობლემა. ტენდერებში მონაწილე ფირმები არაკვალიფიციურია და არჩევნის მათზე შეჩერება ფულის წყალში გადაყრის ტოლფასია, თორემ ხელფასებსა და სხვა ხარჯებს სახელმწიფო მშვენივრად ართმევს თავს.
იმაზე, რაც ქართულ ბიუჯეტში ხდება, პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. სხვას არავის ხელეწიფება ლარის კურსთან "თამასი".
ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სავალუტო კურსებზე სპეკულირების საშუალება მისცა, ვალუტით მოვაჭრეებს კი ნება დართო, ამ რყევებით დიდი ფული გაეთამაშებინათ.
ეროვნულმა ბანკმა ვერ უზრუნველყო ვალუტის კურსის გამჭვირვალობა, უცნობია, ვის მიერ, რა გზით ყალბდება სავალუტო კურსი.
ჩნდება ეჭვი, რომ ამ კურსით მანიპულირებს კერძო და ეროვნული ბანკი. ანუ ვალუტის კურსი აბსოლუტურად მართვადია და ექსპორტი, იმპორტი... ყურით მოთრეული თემებია...
ეროვნული ბანკს შეუძლია "ერთი ერთზე" გააჩეროს ვალუტის კურსი. რაც შეეხება ლარს, მას კურსი არც გააჩნია. ის არაკონვერტირებადი ვალუტაა, რომელიც საქართველოშიც არავის სჭირდება, რადგან ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მოცულობა აჭარბებს ლარისას. საქართვლოს არ აქვს ისეთი ექსპორტი, რომ მის ლარს რაიმე მსყიდველობითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
-სავარაუდოდ, ვინ აგებს პასუხს ლარის კურსის ხელოვნურ (თუ ეს ასეა) გაუფასურებაზე. შეიძლებოდა თუ არა მისი კურსის უფრო დაბალ ნიშნულზე დატოვება და არის თუარა ლარის დღევანდელი მდგომარეობა მისი ხელოვნური დევალვაცია?
-ბევრი რამ დამოკიდებულია ეროვნული ბანკის პოზიციაზე. თუ მოუნდება ასწევს კურსს და დაანგრევს ეკონომიკას. მისი საქმიანობის პროგნოზირება შეუძლებელია. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ეროვნული ბანკის ხეკლმძღვანელობა და მას სათავეში უნდა ჩაუდგეს ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის გულშემატკივარი.
საქართვლოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსგან, მაგრამ ის დამოკიდებული და ჩამოკიდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდზე. ვიდრე ის არ იქნება დამოუკიდებელი, საქართვლოს ეკონომიკას არაფერი ეშველება!
-რა მოხდება მომავალში, რა ელოდება ლარს?
-უპირველეს ყოვლისა, მაკროეკონომიკური გარემო არ არის გამოკვლეული. ეროვნულმა ბანკმა ამ მოდელის შესასყიდად უზარმაზარი თანხა დახარჯა, მაგრამ ვერ აამუშავა.
ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გაიძახის, რომ მიზნობრივი ინფლაცია 6%-ია. ეს რომ ასე იყოს, ახლა ეკონომიკა აყვავებული უნდა გვქონდეს. ეს 6% არასდროს გვქონია, ვერა და ვერ ვაღწევთ ამ მაჩვენებლს.
საქართვლოს ეროვნული ბანკი ქართული ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ის ვერც ფასებს ასტაბილურებს და ვერც ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.
ქართული ეკონომიკა ერთ-ერთი ჩამორჩენილთაგანია მსოფლიოში. ამაში ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობასაც მიუძღვის წვლილი. ეროვნული ბანკს საქართველოს პარლამენტთან ფულადსაკრედიტო პოლიტიკა აკავშირებს, პარლამენტი კი ერთხელაც არ დაინტერესებულა მისი მუშაობით. საქართვლოს ხელისუფლება ეკონომიკურად წელში ვერ გასწორდება, თუ ეროვნული ბანკი არ დაუდგა გვერდით.
ესაუბრა ია ჯღარკავა