საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგია, რომელსაც "ენგურჰესი" გამოიმუშავებს, აფხაზეთს უნდა ეკუთვნოდეს.
"აუცილებლად მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად 20 წელზე მეტი კონფლიქტისა, ენერგოსფეროში თანამშრომლობა, რა სტატუს-კვოც ჰქონდა ენგურს და როგორც მუშაობდა ეს კაშხალი, სამაგალითო იყო. მეც მოვისმინე დარგის სპეციალისტების შეფასება და მაქვს რწმუნება, რომ ამ საკითხს არაფერი ემუქრება, რადგან ეს არის ჩვენი კუთვნილება", - განაცხადა დავით კერესელიძემ.