თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. მომავალი წლის ბიუჯეტი 804 მილიონი ლარია. "ნაციონალური მოძრაობას" პრეტენზიები აქვს კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი ნადირაძე ირწმუნება მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრობის შეღავათი გაუქმდა ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის გარდა საბავშვო ბაღების პედაგოგებისა, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია თუ რა გახდა ამ შერჩევის პრინციპი..
"8 მილიონი ლარით მცირდება კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება და ბიუჯეტში წერია, რომ დაფინანსების წესს დაადგენს ქალაქის მთავრობა, შესაბამისად, კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ხომ არ დარჩებიან სოციალური ვაუჩერის გარეშე ისინი ვინც არ არიან მონაცემთა ბაზაში მაგრამ სინამდვილეში ძალიან შეჭირვებულები არიან," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
კიდევ ერთ ბრიფინგი საკრებულოში დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის წევრმა გამართა. თამარ ცინცაბაძემ "ოცნების" ხელისუფლება დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.