ივერიონი / "სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე" (ვიდეო)

"სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე" (ვიდეო)

"სახალხო პარტიის" თავმჯდომარემ მამუკა გიორგაძემ და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, მიხეილ ჯიბუტმა საყდრისის თემასთან დაკავშირებით "ივერიონის" პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს.
მათ მომხდარი მთავრობის მხრიდან ვანდალურ აქტად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
-"ჩვენ გავერთიანდით საყდრისის დასაცავად. ამ საქმეში ჩართულები ვართ იმ დღიდან, როცა გამოცხადდა საყდრისისათვის სტატუსის უძრავი ძეგლის მოხსნის შესახებ და მისი სხვა კატეგორიაში გადაყვანის შესახებ. ოდიშარიას გადაწყვეტილების შემდეგ პერმანენტულად გრძელდება საოარი მოქმედებების ქრონიკა. აქ კარგად გამოჩნდა როგორ ებრძვის ჩვენი ხელისუფლება ქართულ სახელმწიფოებრიობას"-განაცხადა მიხეილ ჯიბუტმა.
საკაცობრიო კულტურილი მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ვანდალურ ქმედებად შეაფასა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ.
-"განხორციელდა ვანდალური აქტი და აფეთქებული იქნა საყდრისის 6000 წლოვანი ოქროს საბადო. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც თანმიმდევრულად ანხორციელებენ წინა ხელისუფლებების მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას და ეს აფეთქება გახლავთ მიზანმიმართული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. სააკაშვილმა მოუხსნა სტატუსი, ივანიშვილმა გასცა ბრძანება და აფეთქებულ იქნა, მაგრამ მთავარია, რომ უცვლელია რუსი მეპატრონე.

 

15-12-2014, 14:48
უკან დაბრუნება