პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი სოლიდარობას უცხადებს 195-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი სასკოლო პრობლემა უნდა მოგვარდეს მოსწავლეთა უფლებების შელახვისაგან მაქსიმალური თავის არიდებით.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მასწავლებელთა დიდი ნაწილიც ამ პოზიციაზეა. 195-ე სკოლაში განვითარებული მოვლენები კი ცხადყოფენ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, როდესაც ასეთი უკიდურესი საპროტესტო ფორმა აირჩიეს. ამავდროულად, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ სინამდვილეში სასწავლო პროცესების ხელშეშლის საფუძვლები სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშია.
თამარ სანიკიძისა და მისი დამქაშების დაუფარავმა და სახელმწიფო რანგში აყვანილმა ნეპოტიზმმა და ამ გზით დანიშნულმა დირექტორებმა ასეთ სიტუაციამდე მიიყვანეს საგანმანათლებლო დაწესებულებები. არსებობს დიდი საფრთხე, რომ მრავალ საჯარო სკოლაში დაიწყოს მსგავსი უმართავი პროცესები.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: ბათილად უნდა გამოცხადდეს საჯარო სკოლების დირექტორთა კონკურსის შედეგები და თანამდებობა უნდა დატოვოს ნეპოტიზმის მთავარმა საფუძველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მივმართავთ მთავრობას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები, რათა მოხდეს საპროტესტო აქტივობების ლოკალიზაცია...
დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი