ივერიონი / გიგლა ბარამიძე: "ოცნება, რომელიც ვერ მოერია უახლოესი წარსულის დანაშაულებებს, ებრძვის ექვსიათასი წლის წინანდელ ისტორიას"

გიგლა ბარამიძე: "ოცნება, რომელიც ვერ მოერია უახლოესი წარსულის დანაშაულებებს, ებრძვის ექვსიათასი წლის წინანდელ ისტორიას"

    "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტიის სათაო ოფისში საყდრისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საყდრისში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" ძალიან მალე დაადგა მისი წინამორბედის გზას. 

 

   -"დღევანდელი ხელისუფლება პრეზიდენტყოფილის სამარცხვინო გადაწყვეტილებების აღმსრულებლად იქცა. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა მოუხსნა საყდრისს ძეგლის სტატუსი, ხოლო დღეს მისი განადგურება, "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციებით, უქმე დღეს, ღამით, მალულად, აფეთქებით განხორციელდა.

 

"ქართულმა ოცნებამ" არ შეისმინა არც ხალხის, არც პტრიარქის და ერთპიროვნულად მიიღო გამოუსწორებელი, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.

ოცნება, რომელიც ვერ მოერია უახლოესი წარსულის დანაშაულებებს, ებრძვის ექვსიათასი წლის წინანდელ ისტორიას.

 

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მოითხოვს დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯონ დამნაშავეები," - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

15-12-2014, 20:30
უკან დაბრუნება