ივერიონი / ნოდარ ცოტნიაშვილი:-"დატოვოს შიხიაშვილმა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეტერანები აქციებს დავიწყებთ" (ვიდეო)

ნოდარ ცოტნიაშვილი:-"დატოვოს შიხიაშვილმა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეტერანები აქციებს დავიწყებთ" (ვიდეო)

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ომის ვეტერანთა კავშირის" თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი ვეტერანთა დეპარტემენტის თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით შიხიაშვილს არ შეუძლია წარმართოს საქმეები და აღნიშნულ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც თითოეული ვეტერანის ტკივილი სტკივა. ცოტნიაშვილის აცხადებს, რომ შიხიაშვილის გადადგომის მოთხოვნის განცხადების უკან 12 არასამტავრობო ორგანიზაციის გაერთიანებაა.
   -"ვეტერანთა დეპარტამენტში ბევრი პრობლემაა და როცა შიხიაშვილი მომღიმარი სახით აცხადებს, რომ დეპარტამენტში ყველაფერი კარგადაა, როცა თვალთმაქცურად იქცევა, ძალიან გამაღიზიანებელია. ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა იყოს სულით და გულით მებრძოლი, ირაკლი კი პიარ-მენეჯერია. მე მასთან არაფერი პიროვნული არ მაქვს, ხვალ რომ შევხვდე დიდ გამარჯობასაც ვეტყვი, მაგრამ თუ ნამუსი აქვს არ უნდა მოსულიყო ამ თანამდებობაზე.  ვეტერანებს მიხედვა სჭირდებათ, საქმეს კი კეთება, თავზე გვენგრევა ჰოსპიტალი. ჩვენ მოვითხოვთ გადადგეს ირაკლი შიხიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში  აქციებს დავიწყებთ"-განაცხადა ცოტნიაშვილმა "ივერიონის" პრესკლუბში.

 

16-12-2014, 12:46
უკან დაბრუნება