როგორც პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, საყდრისთან დაკავშირებით ვიღაცის უჩინარმა ხელმა მიიღო გადაწყვეტილება.
მისი თქმით, კულტურის მინისტრის უპირველესი მოვალეობა კულტურის ზეგლების დაცვაა.
"სწორედ აქ ჩანს ის, რომ კულტურის სამინისტრო ვერ არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, ვერც მთავრობა არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ ყველაფერს მართავს ვიღაცის უჩინარი ხელი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ბიზნესინტერესებიდნ გამომდინარე.
საყდრისის ამბავმა მწვავედ გამოაჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დეფიციტი. რა სახელმწიფო ვართ, იმასაც ვერ მივაღწიეთ, დაგვედგინა, იყო თუ არა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი?!"- განაცხადა ნაჭყებიამ.