ივერიონი / მამუკა არეშიძე:-"შსს ძალიან დასუსტდა"

მამუკა არეშიძე:-"შსს ძალიან დასუსტდა"

   -"საქმე ის არის, რომ შსს ძალიან დასუსტდა, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, შეადგინონ ახალი ვერტიკალი, სადაც, ბუნებრივია, იქნება ახალი ხალხი, ხოლო ამ ახალი ხელმძღვანელობის ვერტიკალში იქნება თუ არა ჭიკაიძე, ამ საკითხში ეჭვი მეპარება. მე მაინც ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება გაზაფხულზე, ეს ყველაფერი კი მაინც მიბმულია თქვენს მთავარ თემასთან - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. თუ გადაწყვიტეს, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მაშინ უფრო დიდი ალბათობაა, შეიცვალოს შინაგან საქმეთა მინისტრი"-განაცხადა მამუკა არეშიძემ "ალიასთან" საუბარში.

 

17-12-2014, 00:36
უკან დაბრუნება