პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან დავით ონოფრიშვილის გადაყენების თაობაზე კონსულტაციები არ დაწყებულა.განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
"მე განვაცხადე და ვიმეორებ, რთულია ბიუჯეტის მართვაში მონაწილეობა ესოდენ მაღალი დონიდან, როცა ხარ ოპოზიციაში, თუმცა, ეჭვი არ არის შესატანი ბატონი დავით ონოფრიშვილის როგორც მაღალ კვალიფიკაციაში, ასევე მის დამოკიდებულებაში, პასუხისმგებლობაში და აქედან გამომდინარე, კონსულტაციები საჭიროა. ასეთი კონსულტაციები არ დაწყებულა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი არ უნდა იყოს.