ივერიონი / თინათინ ხიდაშელი:ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება!

თინათინ ხიდაშელი:ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება!

  რატიფიკაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა რატიფიკაციის პროცესზე და მის შემდგომ როზულოციაზე იმედის ეთერში საუბრისას გააკეთა


"რატიფიკაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სარატიფიკაციო დოკუმენტს, როგორც წესი, ყოველთვის მოსდევს რეზოლუცია, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. თავად რეზოლუციის ტექსტი, შეგვიძლია, პირობითად სამ ნაწილად გავყოთ. შესაბამისად, ყველა ამ მიმართულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოლოდინები გვაქვს.
პირველი, ეს არის ტექსტის ნაწილი, რომელიც უშუალოდ სარატიფიკაციო დოკუმენტს ეხება და აქ პრაქტიკულად ყველაფერი წესრიგშია.
მეორე ნაწილი, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ ლობირებული ნაწილები, ცვლილებების, სხვადასხვა მუხლების დებულებების რეზოლუციიდან ამოღების მოთხოვნით. რომლებიც საკმაოდ სახიფათოა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ევროპარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
მესამე ნაწილი არის ე.წ შერჩევით სამართალთან დაკავშირებული დებულებები, რომელიც რთული სათქმელია საბოლოო ჯამში, ხვალ რა სახეს მიიღებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ხედაშელმა უპასუხა, რომ მისთვის მისი მიწვევის სტატუსიც კი უცნობია.
"ჩვენ მისი მიწვევის სტატუსიც კი არ ვიცით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

17-12-2014, 15:49
უკან დაბრუნება