უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საყდრისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
-"როგორც ცნობილი გახდა დაიწყეს მიზანმიმართული აფეთქებები საყდრისის, რითაც ნადგურდება ქართული ისტორიული კურტურული მემკვიდრეობა ამით ქართველ ერს და მომავალ თაობებს უნადგურებენ ისტორიულ კურტურულ მემკვიდრეობას რასაც რბილად რომ ვთქვათ ვანდალიზმი ეწოდება, ძნელად წარმოსადგენია აღნიშნული ქმედება განხორციელებულიყო საქართველოს ხელისუფლების ან კულტურის სამინისტროს შეთანხმების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის სახელისუფლო სტრუქტურების მიდგომებს ქართველის ერის ისტორიული ფასდაუდებელი მემკვიდრეობის მიმართ რითაც იგნორირებულია ქართველი ერის ფუნდამენტალური უფლებები, აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა, თუ უცხოელმა,ცნობილმა მეცნიერებმა აღნიშნეს საყდრისის ოქროს საბადოს კულტურულ-ისტორიულ უნიკალურობაზე, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტზე რასაც სამწუხაროთ კულტურის სამინისტრო და ხელისუფლება რატომღაც არ ითვალისწინებს, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას დაუყონებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი ქმედება რომელიც აზიანებს და გაანადგურებს საყდრისს თუ რათქმა უნდა უკვე მთლიანად არის განადგურებული და წაშლილი , ასევე რატომღაც ყოველგვარი არგუმენტების დასაბუთების გარეშე საყდრისის ოქროს საბადოს რამდენიმე წლის წინ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. რაც შემდგომ კერძო კომპანიების ხელში აღმოჩნდა რაც საზოგადოებაში ბუნებრივ კითხვებს აჩენს".-აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.