რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლს თანახმად ქვემო ქართლში მდებარე 23 მეჩეთი სრულიად მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადადის. კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს:
-"მიღებული იქნა გადაწვეტილება, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მეჩეთები საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში გადავიდეს. დღეს მოხდა 23 მეჩეთის გადაცემა, პირველ სხდომაზე კი - 21 მეჩეთის. საბოლოო ჯამში ორივე კომისიის სხოდმაზე გაიცა რეკომენდაცია, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცეს 44 მეჩეთი".