ივერიონი / დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში?!

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში?!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვეყნის „არაფორმალურ მმართველად“ თვლიან,  შესაძლოა დიდ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი, ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე.


პირველად ბიძინა ივანიშვილის დიდ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კრიზისი ღრმავდება და ამიტომ გამორიცხული არ არის ივანიშვილის დაბრუნებაო.


კომენტირებენ, თუმცა, არ უარყოფენ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით: „თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებას გადაწყვეტს, მე მის ნაბიჯს მივესალმები“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე.


გაზეთ „რეზონანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მოქალაქეთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „არა მარტო სასურველად, არამედ აუცილებლადაც კი თვლის“.


ექსპერტების აზრით, ექს-პრემიერ-მინისტრის ქვეყნის მმართველობის სადავეებთან დაბრუნების თემა ქვეყანაში შემთხვევით არ გააქტიურებულა: „მოსახლეობამ ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისადმი პირადი ნდობის საფუძველზე აირჩია, - განუმარტა „კომერსანტს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, - თუ ხელისუფლებისადმი პრეტენზიები გაჩნდება, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ან მთავრობის წევრები უნდა შეცვალოს, ან თვითონ უნდა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ყველაფერში მაინც ის იქნება პასუხისმგებელი და ამას იგი კარგად ხვდება“.


ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრი არსადაც არ წასულა“:იგი მთლიანად აკონტროლებს მთავრობას და აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად არ ხდება“, - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დეპუტატი სერგო რატიანი, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წევრი. ბატონი რატიანი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის სავარძელს ისევ დაიკავებს „მის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის მონური დამოკიდებულების გამო, რაც ოლიგარქის მიერ ორი წლის განმავლობაში წარმოებული კულუარული მმართველობის კრახს დაადასტურებს“. „ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ყველა შემთხვევაში ამ სიტუაციის გამო პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება“, - დარწმუნებულია „კომერსანტის“ რესპოდენტი.


თვითონ მილიარდერს პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ჯერ არაფერი უთქვამს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა და განაცხადა, რომ "საქართველოში ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას ჩამოაყალიბებს“. როცა მიდიოდა, ოლიგარქმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2014 წელი „კარგი“ იქნებოდა, 2015 წელი კი „მშვენიერი“, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით... თუმცა ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება!

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2634928?isSearch=True

18-12-2014, 11:05
უკან დაბრუნება