ივერიონი / თამთა დემურიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

თამთა დემურიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

  საქართველოს სასჯელაღსრულების მისნიტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტს თამთა დემურიშვილი უხელმძღვანელებს.

   როგორც თამთა დემურიშვილმა განაცხადა  მუშაობას ის დღეიდან შეუდგება. მისი თქმით, შეთავაზება თავად სასჯელაღსრულების მინისტრისგან, გიორგი მღებრიშვილისგან  მიიღო. მისი თქმით,  მთავარი ამოცანა პენიტენციარულ სისტემაში სიკვდილიანობის შემცირება იქნება.

"დეპარტამენტში ვითარება ისედაც ნორმალურია. გაძლიერდება მუშაობა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. ექიმების მხრიდან, ჩატარდება პრევენციული კვლევები", - აღნიშნა დემურიშვილმა.

თამთა დემურიშვილი   იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის დირექტორად მუშაობდა. ამასთან, დემურიშვილი ფონდის "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" ხელმძღვანელია.

18-12-2014, 12:43
უკან დაბრუნება