ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილმა "კონკურენციის სააგენტოს" საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა

ირაკლი ღარიბაშვილმა "კონკურენციის სააგენტოს" საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავავრობის სხდომაზე განაცხადა,  მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება, თუმცა, საქართველოს ბაზარზე ეს ადეკვატურად არ აისახება.

 

 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კონკურენციის სააგენტოს" საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა.

"ვიცი, რომ საქართველოში ბენზინის ფასმა დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს მსოფლიო ბაზართან შესაბამისობაში. ვითხოვ, 10 დღის განმავლობაში "კონკურენციის სააგენტომ" წარმოადგინოს დეტალური ანგარიში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

18-12-2014, 12:51
უკან დაბრუნება