ივერიონი / ანდრეს მამიკინსი: საქართველოს მთავრობამ ძალიან მცირე დროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოახერხა!

ანდრეს მამიკინსი: საქართველოს მთავრობამ ძალიან მცირე დროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოახერხა!

ევროპარლანეტში სხდომაზე, რეზოლუციის საკითხზე გამართული დებატებისას ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, სოციალ-დემოკრატების პარტიის წევრმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა-"ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია იმ სამუშაოს შედეგია, რასაც საქართველო და ევროკავშირი უკვე 8 წელია, აწარმოებენ"

 მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალიან მცირე დროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოახერხა, თუმცა, რჩება საკითხები, რასაც მომავალში ყურდაღება უნდა მიექცეს.


"აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემა აქტიურ დაკვირვებას საჭიროებს. ევროკავშირმა ასევე უნდა ითამაშოს აქტიური როლი კორუფციის დამარცხების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პრესის თავისუფლების და უმცირესობის დაცვის კუთხით, რათა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირება განახორციელოს. იმედი მაქვს, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება, გაიზრდება ვაჭრობა, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილები და მოხდება სავიზო რეჟიმის გამარტივება. ძვირფასო კოლეგებო, ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებები სჭირდება და იმედი მაქვს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ ცვლილებებს", - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციას დღეს მიიღებს.

18-12-2014, 13:05
უკან დაბრუნება