ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ჰერმესის"თანამშრომელი მურმან ჩ. დააკავეს.
ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2 000 ლარი გამოართვა.