როგოგორც საპარლამენტო უმრავლეოსბის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, საქართველოს პროკურატურა უნდა გაძლიერდეს და ნუსუ ფუნქციის მკაფიო ჩამოყალიბება მოხდეს.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა განგვეხორციელებინა შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა "პოლიციის შესახებ" კანონში. ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოხდა მისი ინსტიტუციური გამიჯვნა. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი. ახლა იგეგმება მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაფიოდ მოხდება პროკურატურის ფუნქციების, მისი როლის განსაზღვრა - იქნება ის ინსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა ადგილას. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია", - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.