ივერიონი / ვახტანგ ხმალაძე: საქართველოს პროკურატურის საქმიანობა უნდა კონტროლდებოდეს!

ვახტანგ ხმალაძე: საქართველოს პროკურატურის საქმიანობა უნდა კონტროლდებოდეს!

 როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობა, კანონიერება უნდა მოწმდებოდეს.

"ვერავინ უნდა ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ამასთან, პროკურატურა არ და ვერ უნდა მოქმედებდეს გარედან კონტროლის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი, პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობა, კანონიერება უნდა მოწმდებოდეს და თუ გამოვლინდა არაეფექტურობა, მაშინ უნდა გაანალიზდეს ამის მიზეზები და სათანადო ცვლილებები უნდა განხორციელდეს",- განაცხადა ხმალაძემ.

 

 

18-12-2014, 14:00
უკან დაბრუნება