მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ვადამდელ არჩევნებს ეხმიანება და ამბობს:
-"ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პარლამენტამდე, 15-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი მოძრაობის `ახალი რეალობისთვის" წევრებმა ფეხით მსვლელობა მოვაწყეთ და, მორჩა!.. გზაზე შემხვედრი მოსახლეობა ამ მოთხოვნის მიმართ გულღია მხარდაჭერას გამოხატავდა, ხოლო ის პოლიტიკოსები თუ "დიდად პატივცემული" ექსპერტები, რომლებიც დღეს ანალოგიური მოთხოვნის აუცილებლობას აანონსებენ, არც მედიასაშუალებით შემოხმიანებია ჩვენს მოკრძალებულ ინიციატივას და, რაღა თქმა უნდა, არც დედაქალაქში დახვედრითა და სოლიდარობის გამოხატვით შეუწუხებიათ თავი... გამაგებინეთ, თქვე ოჯახაშენებულებო, რატომ არ შეგვწევთ უნარი ერთიანი მოთხოვნის გარშემო დავირაზმოთ?.. თუ ყველას ცალ-ცალკე დედამიწის ჭიპი გვგონია თავი და ხსნა მხოლოდ გათითოკაცებულებს გვძალუძს?.. თუ მოსაზრებას გამოვხატავთ, ამას გონიერებისა და მახვილმიხვედრილობის სადემონსტრაციოდ ვაკეთებთ მხოლოდ?.. ქვეყანა საერთო სატკივარი არ არის?.. ჩვენი აზროვნებაც და ქმედებაც მას არ უნდა შევწიროთ ზვარაკად?..
როდემდე, როდემდე უნდა ვსულდგმულობდეთ მედროვეობით?!