ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტიც მიიღო.
საქართველოს შესახებ რეზოლუცია მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სასამართლო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს.