საქართველოს პრეზიდენტმა გიროგი მარგველაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების და რეზოლუციის მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"მე მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთან. მე მინდა, ასევე ევროპელ კოლეგებს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ევროპა ბევრად უფრო დაცული, განვითარებული, დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად", - განაცხადა მარგველაშვილმა.