ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი საფინანსო-საბანკო საკითხებში, რომან ოცირიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე ბიუროკრატების გაძლიერებულ მადაზე და ქართული ბიუროკრატიის ხელოვნურად ზრდაზე საუბრობს და წერს:
"სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს აკლია საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია. ამის გამო ეჭვებს აჩენს იქაც, სადაც შეიძლება საეჭვო არც არაფერი იყოს.
ახლახან გამოქვეყნებულმა დასაქმებულთა ხელფასების სტატისტიკამ მორიგი ეჭვები გააჩინა. არა და, უსაფუძვლოდ.
საქართველოში საშუალო ხელფასი 6,3 პროცენტით გაიზარდა. ამაზე არ დაობენ. უკვირთ, თუ რატომ შემცირდა სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, მაშინ როცა 2013 წლის ბიუჯეტით შრომის ანაზღაურების ფონდი იყო 1,180 მილიარდი ლარი, ხოლო 2014 წელს კიდევ უფრო მეტი-1,319 მილიარდი.
პასუხი მარტივია: გაიზარდა სახელმწიფო (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების) შტატები იმ პარტიული თუ არაპარტიული ნაცნობ-მეგობრებით, რომლბზეც ასე ხშირად საუბრობენ.
საშულო ხელფასი იანგარიშება შემდეგნაირად: მთელი სახელფასო ფონდი იყოფა დასაქმებულთა რაოდენობაზე. ანუ ბიუროკრატიის ხელფასი კარგად იზრდება, მაგრამ ბიუროკრატების რაოდენობა იზრდება უფრო მეტად "კარგად"! წერს გოცირიძე.