ივერიონი / აშშ ყირიმს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ ყირიმს ახალ სანქციებს უწესებს

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  შესაბამის ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მოქალაქეებს ყირიმში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმიდან აშშ-ში ნებისმიერი პროდუქციის შეტანა ეკრძალებათ.

"ახალი ბრძნება ადასტურებს, რომ აშშ არ შეეგუება რუსულ ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიის მცდელობას", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც.

კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის 20 მოქალაქეს, რომლებიც ხელს უწყობენ აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტულ ქმედებებს, კანადაში შესვლა აეკრძალათ.

20-12-2014, 11:30
უკან დაბრუნება