"თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი თითოეული მოქალაქის საჭიროებაზეა მორგებული", - აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.
"ყველა ხედავს, ეს ბიუჯეტი ეკუთვნის ხალხს და მათი კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ პრობლემები და ის პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოკითხვებისას დააფიქსირეს", - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, 2015 წელს დედაქალაქის ფინანსები 803 მილიონით განისაზღვრა