საყდისი-ყაჩაღაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა.
-,,იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, შედეგს გამოღებს და სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდება. ასევე, ვიმედოვნებ, რომ პარლამენტართა ძალისხმევა ამ პროცესზე იმოქმედებს. ვინ დგას ამ კომპანიის უკან ისეთი, რომ ამ პროცესს თვით მთავრობაც ვერ აჩერებს"", - განაცხადა მიზანდარმა.
შეგახსენებთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების უფლება ,,არემჯი გოლდს"" კულტურის სამინისტრომ 12 დეკემბრს მისცა. უწყების გადაწყვეტილებით, საყდრისი-ყაჩაღიანის უბანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი მოეხსნა.