"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს სამძიმარს უცხადებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამძიმრის წერილში ამბობს:
-"მრავალსაუკუნოვანი მეომრული და საგმირო წარსულის ქვეყანამ, ისევე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, თავისი თითოეული მეომარი ღირსეულად უნდა იგლოვოს.
აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადების დაკნინების მცდელობა.
ვუსამძიმრებ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს".