ივერიონი / მერაბ შათირიშვილი:-"სირცხვილი ჩვენ, რომ ასეთ რამეს ვითმენთ!.."

მერაბ შათირიშვილი:-"სირცხვილი ჩვენ, რომ ასეთ რამეს ვითმენთ!.."

   მოძრაობის "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი მიხეილ ხუბუტიას რესტორან "თავადურში" ცემის ფაქტს ეხმიანება და ამბობს:

 

   -"რა სამარცხვინო საქციელია, როცა ადამიანი თავის სამშობლოში სტუმრად არის, თანაც "თავადურში" და მას ბაცნურად უსწორდებიან, უსწორდებიან კაცს, რომელიც თავის პოზიციას ღიად აფიქსირებს და რომელიც ეთერ კაკულიას მკურნალობის სახსრებს გაიღებს, რომელიც ათეულობით ლოგინად მიჯაჭვულ უმწეო მდგომარეობაში დარჩენილ ქართველ ავადმყოფს სიცოცხლის იმედს უღვივებს და საკუთარი სახსრებით სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებში აგზავნის... საიდან და ვისგან მოდის ეს ღვარძლი და უგუნურება?.. ეს არ არის რუსეთის მიმართ, ან რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მოსურნეთა საწინააღმდეგო ქმედება, ასეთი რამ პირდაპირ ემსახურება სწორედ რუსეთის ინტერესებს, მაქსიმალურად დაუნდობლად მოექცეს საქართველოს... თქვენ, ვინც თითქოსდა ზიზღით იშვერთ ხელს რუსეთისკენ, სწორედ რუსეთუმები ხართ და ქვეყნის მტრები!.. თქვენ ქართული ტერიტორიები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ფეხებზე გკიდიათ, თქვე არაქართველებო!.. არ ვიცი, რა ვთქვა, ასეთ რამეს რომ მოითმენს ქართული საზოგადოება, მართლაც ფურთხის ღირსი ვიქნებით!.. აქ არ არის საქმე ერთ ხუბუტიაზე, აქ საქმე გვაქვს ქვეყნის შიდა მტრობასთან, გარედან შეკვეთილ შუღლის გაღვივებასთან, მცდელობასთან: ქვა ქვაზე არ დარჩენილა, თუ ჩვენ არ ვიქნებით მართველობაშიო.... ცხადია, ასეთ ქმედებაში იდუმალი ხელი ჩანს ნაცმოძრაობის, რომელმაც თავიდან ბოლომდე რუსეთის საქმე აკეთა და რომელიც დღესაც ამ მზაკვრობას ემსახურება!..

   სირცხვილი ჩვენ, რომ ასეთ რამეს ვითმენთ!.."

21-12-2014, 14:31
უკან დაბრუნება