როგორც თავდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა "იმედის კვირაში" აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო ხარვეზი და ამიტომ სამინისტრო ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე და განცხადებას შლის ვებ-გვერდიდან.
-"მინისტრთან არ ყოფილა მთლიანი ტექსტი, ჩვენ თავი ჩავთვალეთ ვალდებულად და ვებ-გვერდიდან წავშალეთ განცხადების ტექსტი. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, იყო ხარვეზი და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას და გარდაცვლილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ გუშინ მინისტრი არ იმყოფებოდა სამუსაო ადგილზე, ვერ მოხერხდა ხელმძღვანელობასტან სრული ტექსტის შეთანხმება და კიდევ ვიმეორებ, ეს იყო ხარვეზი".
მინისტრის მოადგილე დღეს გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხალხის მოთხოვნა იყო ადეკვატური და შეცდომის დამშვებს პასუხი მოეთხოვება.
გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრებს და ღირსეულ პატივს მიაგებს მის ხსოვნას.