სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა, რათა შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესი ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი სტანდარტის - სისწრაფის დაცვით წარიმართოს.
"2008 წლიდან დღემდე, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის ხანგრძლივობა ვერ პასუხობს ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს და სტანდარტს, როგორიცაა სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს სწრაფი გამოძიების ჩატარება. ამიტომაც, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოქალაქის კანონისმიერი უფლებების დარღვევას", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.