ივერიონი / გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება დაგმეს

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება დაგმეს

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის აშშ-ს, ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება დაგმეს.

 

მათი განცხადებით, მოცემული  დოკუმენტით ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტი, გარდა ამისა, ის საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

რუსეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოზე არ უნდა ყოფილიყო განხილული.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებას, ეს არის ორმხრივი ურთიერთობის საგანი, რომელიც დაიდო ამ დამოუკიდებელ ქვეყანასთან, ამიტომ ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოზე," - განაცხადა ილიჩევმა.

23-12-2014, 10:58
უკან დაბრუნება