ივერიონი / საქართველოს პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს.

 

როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიაში უკვე შესულია 500-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაგანაც, კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, კრიტერიუმებს მხოლოდ 225 მსჯავრდებული აკმაყოფილებს.

კომისიის წევრები განაცხადებზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართავენ.


"კომისია ყველა განცხადებას იხილავს. უახლოეს დღეებში, როდესაც დავასრულებთ მუშაობას, უკვე რეკომენდაციას წარვუდგენთ პრეზიდენტს. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის გამოაცხადებს შეწყალებას", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

23-12-2014, 11:43
უკან დაბრუნება