იტალიური "რომას" ლეგენდა, გუნდის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, კვირას გასამართ რომაულ "დერბიში" მივა.
Football Italia-ს ცნობით, 36 წლის ვეტერანმა გუშინდელი ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ტოტის თეძოს არეში ტკივილებმა შეაწუხა და მზადება ვეღარ განაგრძო. მიუხედავად ამისა, ექიმების დასკვნით საშიში არაფერია და ის "მგლებს" "ლაციოს" წინააღმდეგ გაუძღვება.