ჯეკ უილშირი, ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შვედეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა, რამაც ეს უკანასკნელი მეტად გააკვირვა.
20 წლის უილშირმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მოედანს სულ ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა.
"ვფიქრობ, ნაკრებში ჩემი გამოძახება ნაადრევია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მწვრთნელი მენდობა და ჩემი იმედი აქვს. ბოლოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერ კიდევ კაპელოს მწვრთნელობისას ვითამაშე და საინტერესოა, როგორი ხედვა აქვს ჰოჯსონს ჩემთან დაკავშირებით", - განაცხადა მან BBC-სთან ინტერვიუში.