ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი: "თავდაცვის მინისტრი განმარტებისთვის მზად არის!"

ირაკლი სესიაშვილი: "თავდაცვის მინისტრი განმარტებისთვის მზად არის!"

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანმა დახურულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მინისტრი განმარტებისთვის მზად არის.

"გაკეთდა შეფასებები, მივიღეთ დასმულ კითხვებზე პასუხები, მაგრამ შეხვედრა დახურული იყო და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა სესიაშვილმა.

 

23-12-2014, 20:01
უკან დაბრუნება