საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას "ისტერიის" დასრულებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"სრულიად გაუგებარია ჩემთვის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე გადადგეს, მე მგონი არასწორი საუბარია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებაზე "ამხელა აჟიოტაჟის" ატეხაა შეუსაბამოა.