საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს
"დღეს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი შობის დიდი დღესასწაულია.
ყოველი შობა უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა.
ვუსურვებ ყველას, არ მოჰკლებოდეთ სიკეთე, სიყვარული, მშვიდობა და კეთილდღეობა".