ვალერი ხაბურზანიას განცხადებით, ისეთ მტერს , როგორიც რუსეთია არც უნდა ვებრძოლოთ, თუმცა აქვე აცხადებს, რომ "არც ბაბაია" უნდა დავუძახოთ".
-"პრორუსული არ ნიშნავს რუსეთის ინტერესების გატარებას, მაშინ პროამერიკული ძალები ქვეყანაში ამერიკის ინტერესებს ატარებენ? თუ კარგად გავიაზრებთ, ევროკავშირი რეალურად ორი ქვეყანაა, აბა შეხედეთ-დაიცალა ლატვია, დაიცალა ლიტვა, ესტონეთი, ამ ხალხს ჰყავს უკვე კონკურენტები პოლონეთის სახით, არც რუმინეთშია კარგი მდგომარეობა. პრორუსული ნიშნავს საქართველოში იმ ინტერესების წინ წამოწევას, რომელი ინტერესებიც რუსეთისას ემთხვევა და ამით შესაძლებელია ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება."
ხაბურზანიას აზრით დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგებას.
-"პურინმა გააკეთა განცხადება, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას, ადრე საუბარი იყო მხოლოდ პრეზიდენტზე, თუმცა ახლა სცენაზე პრემიერი შემოვიდა და მე ვთვლი, რომ სწორედ ის უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანების ბედით არ უნდა ითამაშო, თუ შესაძლებელი იქნება შეხვედრა, უნდა დავთანხმდეთ და ვიმსჯელოთ დეოკუპაციაზე. მე ძალიან ცუდად მენიშნა აფხაზების განცხადება ენგურჰესთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი შეწყდა, იზარალებს მხოლოდ საქართველო".
ვალერი ხაბურზანიას თქმით "ქართულ ლობს აჯობა აფხაზურმა ლობმა, რადგან ქართული ლობი საკმაოდ დაქსაქსულია და გადაკიდებულია ერთმანეთს".
ბრიფინგის დროს ხაბურზანია შეეხო "ევრაზიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულ კვლევებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და განაცხადა, რომ დღეს საზოგადოების არჩევანი მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული და ამ ურთიერთობის დარეგულირებას წინა თაობის ადამიანები ემხრობიან.
-"მე ოდნავ გადაჭარბებული მეჩვენება ის ციფრები, რომელიც "ევრაზიულმა კავშირმა" გამოაქვეყნა, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში 30 % დაუჭერს ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას მხარს.
ვადამდელი არჩევნების ჩარატებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ თუნდაც ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, შედეგს იგივეს მივიღებთ. მისივე თქმით მთავრობა ვერ ახერხებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.
-"დღეს მთავარსარდლად არის პრეზიდენტი, ღმერთმა ნუ ქნას, დაიწყოს ომი და რა უნდა ქნას ამ მთავარსარდალმა? ომის დროს როგორ უნდა მართოს კაცმა შეიარაღებული ძალები, როცა მან მშვიდობიან დროსაც არ იცის რა ხდება იქ. აუცილებელია არჩევნებამდე გატარდეს მთელი რიგი ცვლილებები და ეს პირვე რიგში ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. არსებული მახინჯი ფორმების წაყრუება ბოლოს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. კიდევ ის, რომ ვითომ რუსული ფული არავის უნდა, არადა ქვეყანაში 70% რუსული ფული ტრიალებს და არც ერთი თეთრი პრორუსულ ძალებზე არ იხარჯება".
კითხვაზე-დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, პასუხობს, რომ ის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მომხრე იყო.
-"მიუხედავად იმისა, რომ მე მომხრე ვიყავი მისი პოლიტიკიდან წასვლისა, ახლა ვფიქრობ, რომ უნდა დაბრუნდეს და შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელიც მან მისცა საზოგადოებას და ხალხმაც მას დაუჭირა მხარი. ახლა მოდაშია პოლიტიკური კეკლუცობა და ამას ბევრი პარტია მიმართავს. საქართველოში აუცილებლად შესაქმნელია ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც იძლევა ისეთ საშუალებას, რომ გაყალბება არ მოხდეს, ახლა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენთან არჩევნები არ ხდება!"