მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელი ე.წ. შეთანხმება მოკავშირეობის შესახებ სპეცსამსახურების გაერთიანებას ითვალისწინებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, ე.წ. შეთანხმების თანახმად, ასევე იგეგმება რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების ინტეგრაცია, ასევე არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება.
"ვედომოსტის" ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შეუერთდება. ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაუქმდება ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლი და ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა დაადასტურა, რომ შეთანხმების ასეთი ვარიანტი არსებობს, თუმცა 27 დეკემბრამდე, როდესაც ცხინვალში პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შესაძლოა შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს.