ივერიონი / ჰამლეტ ჭიპაშვილი:-"როგორც მორჩილი საქონელი ისე მიგვაბეს ევროკავშირის კართან"

ჰამლეტ ჭიპაშვილი:-"როგორც მორჩილი საქონელი ისე მიგვაბეს ევროკავშირის კართან"

ანალიტიკოსმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა "ივერიონის" პრესკლუბში 2014 წელის შეაფასა და განაცხადა, რომ "ეს წელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის წელი"

-"წელს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამით საბოლოოდ დაკარგა სუვერენიტეტი და თუ ოდესმე შევიდა ნატოში, საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს. იმ ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ასოცირებულ წევრს გარანტია აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და ოდესმე, თუ საქართველოში ნორმალური ხელისუფლება გამოჩნდება, არც მათ უნდა ჰქონდეს ამბიცია. ჩვენ როგორც მორჩილი საქონელი ისე მიგვაბეს ევროკავშირის კართან და სხვა არჩევანი შეგვიზღუდეს. ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, ჩვენ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ელემენტალურად გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ აფხაზეთის რკინიგზაზე, გვეშინია ირანთან ურთიერთობაზე საუბარი, რომელსაც საქართველოს შეუძლია მილიონობით ინვესტიცია მოუტანოს, მაგრამ გვეშინია ხმამაღლა საუბარი...ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროექტებს დიდი სიხარულით შეხვდა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მერე გაჩუნდა და ხმა აღარ ამოუღია. ჩვენ გვავიწყდება რეგიონალური მეზობლობა და ის, რომ უპირველესად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მეზობლების აზრი. რა გააკეთა ამ წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ? უვიზო მიმოსვლა გახადა სავიზოდ, რაც ირანელისთვის დისკომპოტრია. გაუქმებულია თეირან-თბილისს შორის პირდაპირი მიმოსვლა და ირანის მოქალაქეს თბილისში ჩამოსვლისთვის უწევს ტრანზიტული მგზავრობა. ირანის ბიზნესი ფაქტიურად გაუქმდა საქართველოში. თედო ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ეს არის ამერიკელთა და ევროკავშირის მოთხოვნა და აი, მივედით დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, რაც ასჯერ უფრო ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს, ვიდრე ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდში".
ჭიპაშვილის განცხადებით საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი საწარმო და მხოლოდ ღვინის და მინერალური წყლების ევროკავშირზე გატანა მინიმალურია, რადგან ევროკავშირს აქვს კვოტები, რომელიც ზღუდავს რაოდენობას. მისი თქმით ამის გათვალისწინებით დიდად მომგებიანი ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის არ არის.
-"გარდა ამისა, ევროპელი ურეკლამოდ არ იყიდის ჩვენს პროდუქიას, საქართველომ უნდა დახარჯოს მილიონები ამ რეკლამაზე და თავს სხვა პრობლემებიც წარმოიჩენს, აბა ნახეთ, ევროკავშირს შეუძლია პროდუქციის შემოტანა საქართველოში და მისი ღვინო ჩვენსავე ქვეყანაში დიდ კონკურენციას გაუწევს ჩვენსავე პროდუქციას, ესეც პრობლემაა და საკმაოდ დიდი. საბაჟო კავშირში საქართველოს პროდუქციას იცნობენ, დღეს თუ საქართველო რუსეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსი გიჟდება ამ ღვინოზე, მაგრამ იქ კარგად მუშაობს საბჭოთა კავშირის დროინდელი რეკლამა, ამიტომ სანამ გიცნობენ, უნდა დაიმკვიდრო და დაიბრუნო შენი ადგილი. გამოდის, საქართველოს შეუძლია ხელის მოკიდება და ამ ფულით რაღაც წარმოებების გაკეთება, იგივე რუსი ბიზნესმენების ფულით ახალი ბიზნესის თუ წარმოების დაწყება".
ანალიტიკოსის თქმით საჭიროა საკითხისადმი სერიოზული მიდგომა, რადგან დღეს თვალნათლივ ჩანს, რომ ევროკავშირს "შეყენებული აქვს წყალი".

25-12-2014, 13:49
უკან დაბრუნება