ივერიონი / დემურ გიორხელიძე:-"პოლიტიკაში შეცდომები არ სწორდება"(ვიდეო)

დემურ გიორხელიძე:-"პოლიტიკაში შეცდომები არ სწორდება"(ვიდეო)

ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ "ივერიონის" პრესკლუბში 2014 წელი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს წელი ბოლო თვეების გათვალისწინებით კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე წინა წლები.
-"2014 წელი ხელიდან გაშვების შესაძლებლობების წელია ხელისუფლების მიერ, მოლოდინი იყო უზარმაზარი, ხალხს უნდოდა დაენახა ცვლილებები და ეს ცვლილებები საკუთარ თავზე ეგრძნო, 2014 წელი არაფრით განსხვავდებოდა 2013 წლისგან და ბოლო თვეების მოვლენების გათვალისწინებით უფრო ცუდიც იყო. ლარის კურსის ცვალებადობამ მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და იხეირა ისევ იმ წრეებმა, რომლებიც ხელისუფლებასთნ დაახლოებული იყო. ვერანაირი სიმდიდრე ქვეყანაში ვერ დაგროვდა, ამიტომაც გაზარდა ხელისუფლებამ პენსიები 10 ლარით და ჯობდა არც გაეზარდა, რადგან ეს არის დაცინვა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ამოწურა თავისი შრომისშესაძლებლობა".
ანალიტიკოსის თქმით ყველაზე პოზიტიური მოხდა ის, რომ დღეს ადამიანებს შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, პოზიტიურია ისიც, რომ დღეს არავინ მიგიყვანს ძალით ნოტარიუსში და არ დაგათმობინებს წილებს.
-" მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფის ტრაგიკული მოვლენა, გამოდის თუ ხელისუფლება არ "გაუპატიურებს" მაშინ ქვეყანაში თურმე პოზიტივია. რა მივიღე ორი წლის თავზე? უზარმაზარი ავტორიტეტი და ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ გამქრალია, იმიტომ რომ შეიძლება დანაშაული გადაიფაროს, გამოსწორდეს, მაგრამ პოლიტიკაში შეცდომები არ სწორდება. თუ ვინმე წავიდა პოლიტიკიდან , კარები ღიაა და შემოვიდეს, მაგრამ თუ წავიდა, ჯობია იყს ჩუმად და არ მართავდეს გარედან. ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა გამოჩნდეს, ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. ახალი ძალის კონტურები ჩანს და ეს არ იქნება ერთ ძალასთან მიბმული. რაც შეეხება პრორუსულ ძალას, ასეთი გამოკვეილი ძალები მე არ ვიცი."
გიორხელიძე აცხადებს, რომ დღეს მივდივართ პროვოკაციული გზით, რაც წამგებიანია ქვეყნისთვის.
-"საღი პოლიტიკა აგებული უნდა იყოს ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე. ვერავითარი ნატო, ვერავითარი ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ცალმხრივად. რეგიონში ცალმხრივად მოთამაშე უკვე ვერავინ იქნება, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან დაპირისპირება ჩვენთვის იქნება კატასტროფული. არ უნდა ვეძიოთ მტრის ხატი, ეს არის პარადოქსი.
ანალიტიკოსის თქმით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სხვადასხვა ვექტორია და ის, რაც ხდება არის იმის გამოძახილი, რა შეცდომაც დაუშვა რუსეთმა.
-"სამხრეთ კავკასია რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში იქნება და შეეცდება შეინარჩუნოს, ნახეთ, როგორი ამბიციური ქვეყანა ხდება თურქეთი, აი, ერთ-ერთი დიდი საფრთხე საქართველოს სწორედ თურქული ამბიციური პოლიტიკიდან ემუქრება და ამ საკითხის მიჩუმათება არ შეიძლება. დასავლეთის დიდი შეცდომების გამო ქართველი ხალხის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ სუსტდება. ქართველი ხალხი მიანიშნებს დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ უპირველესია მენტალობაა და დასავლეთმა სერიოზული მარცხი განიცადა. ახლა ჩვენ გვჭირდება კარგი ურთიერთობა როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან და სხვა ქვეყნებთანაც".
გიორხელიძე აცხადებს, რომ 2015 წელი იქნება კიდევ უფრო უარესი, ვიდრე იყო ეს წელი, ეს ეხება ლარის კურსსაც და "საქართველოს მთავრობა ლარის კურსს ვეღარ შეაჩერებს".

 

25-12-2014, 14:56
უკან დაბრუნება