საკანონმდებლო ორგანოში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დღეს პარლამენტმა კანონს პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი. კანონის დამტკიცების შემთხვევებში, საქართველოში ყველა მაუწყებელზე შემცირდება რეკლამის საეთერო დრო და ის საათში 20%-ით განისაზღვრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, რეკლამა მაუწყებელში საეთერო დროის 20%-ს შეადგენს.
როგორც დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, გათვალისწინებულია შენიშვნების უმრავლესობა.
"პრეტენზიები აქვს "რუსთავი2"-ს. თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი 4 შენიშვნიდან 3 გათვალისწინებულია, ხოლო ერთი ნახევრად", - აცხადებს ტყემალაძე.
გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისფლების სურვილია "რუსთავი2" პრობლემები შეუქმნას.
"ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, სხვა კერძო ტელეკომპანიებმა შეძლონ თავის შენახვა. მას სურს, მხოლოდ მისი ტელევიზია იყოს ბაზარზე", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.