ივერიონი / გიორგი ვოლსკი:"რუსეთი საკუთარ ფეხებში ისვრის და თვითდაზიანებებს იყენებს"

გიორგი ვოლსკი:"რუსეთი საკუთარ ფეხებში ისვრის და თვითდაზიანებებს იყენებს"

რუსეთი თვითდაზიანებებს იყენებს და საკუთარ ფეხებში ისვრის. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების კომენტირებისას განაცხადა.

"რუსეთი საკუთარ ფეხებში ისვრის და თვითდაზიანებებს იყენებს," - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, თუ ოკუპანტსა და ოკუპირებულ ტერიტორიას შორის მსგავსი დოკუმენტი გაფორმდება, ეს არც რუსეთისთვის და არც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის არათუ მომგებიანი, კარგიც არ იქნება. 

25-12-2014, 20:31
უკან დაბრუნება