ივერიონი / შსს-ს დანაყოფებისთვის ახალი დირექტივები ძალაში შევიდა

შსს-ს დანაყოფებისთვის ახალი დირექტივები ძალაში შევიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მითითება შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების ღონისძიებების განხორციელების შესახებ ძალაში შევიდა.

მითითების შემუშავების მიზანია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივლისის N445 დადგენილებით დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2015 წლებისათვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 14.4.2.1 და 14.4.2.3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ასევე "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.


ამასთან საგამოძიებო დანაყოფებს დაევალათ შეუწყნარებლობის მოტივისა და დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნის "შესაძლო" არსებობის შესახებ (სსკ 53-ე მუხლის 31 ნაწილი) მიუთითონ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის შესაბამის ველში - "დანაშაულის ფაბულაში". აღნიშნული უზრუნველყოფს დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ სპეციალური სტატისტიკის სრულყოფას.


ახალი მითითებით დანაყოფებს კიდევ ერთხელ განემარტათ ყოველდღიურ საქმიანობაში "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის აკრძალვებისა და მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობა. მითითების შესრულების კონტროლს სამინისტროს გენერალური ინსპექცია განახორციელებს.

25-12-2014, 20:46
უკან დაბრუნება